Monday, June 7, 2010

ტაო-კლარჯეთში მცხოვრები ეთნიკური ქართველები




სიტყვამუჰაჯირიარაბულია და ქართულად ნიშნავ ემიგრანტს,გადახვეწილს,სამშობლოდან წასულს.გამოთქმამუჰაჯირი ქართველიჩვენს ენაში მკვიდრდება მე-19- საუკუნის ბოლო მეოთხედში საქართველოდანტურქეთში საცხოვრებლად გადასახლებული ქართველების აღსანიშნავად. თვით მუჰაჯრი ქართველები კითავისიანებსჩვენებურებსეძახიან.

მუჰაჯირებს საკმაოდ რთული ისტორია აქვთ.პირველად იგი დაიწყო ესხეთში 1828-1829 წლებისრუსეთ-თურქეთის ომის დამთავრების შემდეგ,როცა მესხეთი დაუბრუნდა საქართველოს.მუჰაჯირობამ ფართოხასიათი მიიღო 1877-1878 წლების რუსეთ-თურქეთის ომის მომდევნო წლებში.რუსეთსა და ოსმალეთს შორის 1879 წლის 27 იანვარს სტამბულში დადებული ტრაქტატის aნახმად მუჰაჯირობის ოფიციალური ვააც კი იქნადაწესებული-1879წლის თებერვლიდან 1882 წლის 3 თებერვლამდე.თუმცა გადასახლების დრო შემდეგ 1884 წლამდე იქნა გაგრძელებული.ეს პროცესი მომდევნო წლებშიშეწყვეტილა,ფაქტიურად იგი სპონტანურადხდებოდა 1921 წლამდე.მუჰაჯირობის შედეგად გადასახლებულთა რაოდენობის შესახებ ზუსტი ცნობები არ აერის შემონახული.

მუჰაჯირ ქართველებს,ჩვენებურებს,დღემდე შემოუნახავთ ძველი ქართული ადათ-წესები,ხალხურისიმღერები,ცეკვები,ზღაპრები და თქმულებები.ამავე დრო შეუქმნიათ ახალიც.ერთ-ერთი ასეთიალალე
ბათუმი და ქედა,რომ დამირჩა დედა,ლალე...
წეველ,გავხდი ფირალი,დედა დავტიე ტირალი,ლალე...

მელექიოს ტრედი,გოგო დამრჩა ერთი,ლალეე...
იმიტეხა დერდი,შემიბრალებს ღმერთი,ლალეე...

საყვარელი ვერარ ვნახე,დამიფინეს ფეხქვეშ მახე,
ლოცვით თები გადავლახე,დამჩენელო,შემინახე”.

მუჰაჯირ ქართველებს თურქეთში საცხოვრებლად ისეთი ადგილები აურჩევიათ,რომლებიც ჰაერითადა წყლით ჩამოჰგავდა მამა-პაპათა სამკვიდროს.აჭარის

თიანეთიდან წასულებს ტყითა და ცივი წყაროებითმდიდარი ადგილები შე

ურჩევიათ საცხოვრებლად.ქობულეთ-ჩაქვიდან წასულები კი უფრო ზღვისსანაპიროზ,დაბლობ ადგილებში დასახლებულან.

ამჟამინდელმა თაობამ სამწუხაროდ ქართულ-თურქული ერტმანეთში აურია (რაც სიმღერებშიციგრძნობა),ხოლო მომდევნო თაობამ კი შეიძლება საერთოდ დაკარგოს 4 საუკუნის განმავლობაში ჭირ-ვარამსა დამუდმივ დევნა-შევიწროვებაშ ნალოლიავები ქართული ენა.არც შოთა რუსთაველი დავეფხისტყაოსანიშემორჩენია მათ ზეპირ მეხსიერებას.

სიტყვა შემოდგომა იქაური გურჯებისტვის უცნობია,ისევე როგორც უცნობია ის,თუ საიდან მოდისსთვილი”,რა არის რთველი,როგორ დგება ღვინო...სამაგიეროდ,იქ ყველამ იცისთამარა დედოფალი”.ზემო უსტამისის მახლობეყოჩიგორას ციხეზეადგილობრივები ამბობენ,რომთამარა დედოფალიაქ რამდენჯერმ არამოსულიო,ხოლბაბუებისგადმოცემით მატ იციან,რომ იგი იქ არის დამარხული.საერთოდ,ტაო-კლარჯეტში ლეგენდები ძირითადად თამარ მეფეზეა შემონახული.მაჭახელაშიამბობდნენ,სანამ თამარ მეფე ჩვენთa ცხოვრობდა,ჩვენთან ზამთaრი არ იცოდა,სულ ზაფხული იყოვო.იშხანში,ხახულში,ოთხთა მონასტერში,პარხალში მცხოვრებნი მათი ეკლესიების აშენებასძლევამოსილ,მდიდარსა და შესანიშნავდედოფალ მიაწერენ.ოთხთეკლესიი მცხოვრებნ ამბობენ:მეფისასულს,რომელმაც ოთხტა ეკლესია აღაშენა,ფული არ ეყო და თავისი თმის სამკაული გაყიდაო.იქაურებისგადმოცემით,თამარს ჰყავდა ისეთი რაში,რომ ერთ დღეს შეეძლო მოევლო ოშკი,იშხანი,ოთხთა ეკლესია დაპარხალი.კობაკის მახლობლად უჩვენებენ კლდეს ხელის გულის გამოსახულებიტ და ამბობენ,ეს თამარის ხელიაო.

თამარის სახელი ჰქვა ყველა ძველ ხიდს ციხელაზეტშიც,ტაოშიც,აჭარაშიც.თამარის სახეგამორჩეული ნიშანსვეტია ჩვენი ქარტველურ ცნობიერებისა.თამარი ჩვენი ის საერთო ისტორიული,ღრმადჩანჯდარი ბურჯია,რომელზეც ამაყად დადგება ქართველური მომავალი.

აგვისტოს პირველი კვირის გამოსასვლელ (არასამუშაო) დღეებში სათავეზე ამ დროს თურქერთისქართველობის დიდი ნაწილი იყრის თავს.ამ ტრადიციას ხანგრძლივი ისტორია აქვს:ზოგ სოფელში ამდღესასწაულსმარიობა

ჰქვია,ზოგანშუა ნთბას (შუა მთობა)

.

ურქულ ოფიციალურ ინფორმაციებშიდღესასწაულ

ის სახელია კავკასიური ფესტივალი,ანუ მოკლედ ფესტივალი.ადგილობრივთ არ იციან რაუკავშირდებამარიობა”.მათთვის ეს შიტყვა მწერის სახელია: მარიობა-ჭიამაია.
უფრო ლოგიკურიამარიობისდღესასწაულის დაკავშირება მარიამობასთან (28.08) ან მარიამობისთვესთან (ვიდრეიდუმალიმწერის სახელთან). კერძოდ ქრისტიანული მარიამობი დრესასწაული გადაეჯაჭვაშუამთობას.

მაჭახელ-შავშეთ-ტაოსა და აჭარაში ზაფხულობით (მაის-ივლისიდან სექტემბრამდე) ოჯახის ასაკოვანქალებს (მემთეურებს),მემთევრებს საქონელი მიჰყავთ მაღალ მთაში,აგარაკებზე (ტაო),იაილებში (აჭარა),ყიშლებში(იმერხევი).მემტეურობის შუა პერიოდში-მემთევრების შუა მთობის დროს (როგორცწესი,აგვისტოს დასაწყისში),ყანის სა

მუშაოების მოლევის შემდეგ და თიბვის სეზონის დაწყებამდე ბარადდარჩენილი ოჯახის წევრები მიდიან მემთევრების მიოსანახულებლად.
ამ დროს მთაში იყრის თავს თითქმის ყველა მცხოვრები,რომლებიც რამდენიმე დღის განმავლობაშიერთობიან,მღერიან,ცეკვავენ,სვამენ ზომიერად,დგამენ ხალხურაგვისტოს პირველ კვირას იმიერსაქართველოს ყველა გურჯი სათავისკენ მიიჩქარის თავისქართველურ ფესვებთან შესახვედრად.ჩვენც,ამიერსაქართველოს ქართველებიც მუდამ იქ უნდა ვიყოთ ამ დროსმაინც.სათავე მიერ და იმიერ საქართველოების საზღვარზაე:ყველასატვის სასურველი,სავალდებულო,საამო დასასიცოცხლოა სათავეს სათავესთან შეხვედრით გახარება”.

უცხო ეთნიკურ გარემოში მცხოვრებთათვის ქორწინება ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებისერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორია.ეს ბუნებრივიცაა,რადგან ეთნიკური თვითშეგნების შენარჩუნების ძირითადიუჯრედი ოჯახია.ოჯახის საფუძველი კი-ქორწინება.სწორედ ოჯახში,ამ ძირითად სოციალურ უჯრედში ხდებატრადიციების,ადათ-წესების,მორალურ-ზნეობრივი ნორმების მემკვიდრეობითი გადაცემა.

დუგუნი (ქორწილი) აქ გვიან იწყება:საძე-დედოფალი დგას\ზის ცის ქვეშ.იქვე საქორწილო ტორტიდგას.ტორტი ბოლოს იჭრება,მექორწილე ხალხს კი წვენსა დაშეფუთულ ნამცხვარს ურიგებენ...ხალხისუმრავლესობა ჩართულია დიდ და ხანგრძლივფერხულში”. დროდადრო ცალკეული პიროვნებები მიდიანსიძე-დედოფალთან და ფულს ჩუქნიან (ჰკიდებენ ტანსაცმელზე).ერთ-ერთი ახლობელი მიკროფონთან დგას დაასახელებს,ვინ რამდენი აჩუქა.

ჩვენ სახელმწიფო ნტერესებსაც უნდა ვცეთ პატივი და ერთობლივად ავაღორძინოთ ერთმანეთზეგადაჯაჭვული ქართველური და თურქული კულტურები,როგორც დიდი თამარის მეხოტბე სულმნათი შოთარუსთაველი ამბობს: “სიყვარულ აღგვამაღლებს...”ტაო-კლარჯელი ქართველები მისდევენ როგორც მიწათმოქმედებას,ასევე მესაქონლეობას.

ტაო კლარჯეთისგან განსხვავებით ხრიოკია,ამითომ გლეხებმა ხელოვნურად გააშენესტერასები,გამოსადეგი მიწა დაყარეს ქვა-ღორღიან ადგილებზე.მატ აქვთ წისქვილები და მეურნეობისათვისსაჯირო ყველა ინვენტ

არი.მოჰყავთ მარცვლეული კულტურები: ქერი,სიმინდი,ფეტვი და ხორბლის როგორცადრეული,ასევა საშემოდგომო ჯიშები.
ქართული ანბანის შესწავლის მსურველთა რაოდენობა დღითიდღე მცირდება,რასაც მიაწერენქართველთა მიგრაციას ქალაქებში,თუმცა მთავარი პასუხისმგებლობა მაინც ოჯახებს ეკისრებათ.არისსოფლები,სადაც ქარტულად საუბარ კვლავიციან.ესენია:არმენხევი,ხევეკი,გუდახევი,ხუმლახი,ბალხი,ხოდ-სუფლია,უთანი,ვანის ხევი,კირვანსი,ოთხთაეკლესია,ბინათი,წიმწიმი(ციმციმი),უსტამისი,ბორჩხა და სხვა.

ტაო-კლარჯეთში 270-მდე ქართულ გვარიაშემორჩენილი:ბედინაშვილები,ალთუნაშვილები,დურმუშიძეები,პაპიაშვილები,ბექარიშვილები,მოსიაშვილები,ბოკვერაშვილებიდა სხვა. ხელასუფლება ადრე ზღუდავდა ადრე ქართველთა შეყრის ყოველგვა გამოვლინებას,ამიტომფესტივალებს ჩუმად აკეთებდნენ რომ ქართველებს ერთმანეთი გაეცნოთ.პირველი ფესტივალი 1980 წელსგაკეთდა ახმედ

მელაშვილის უფროსობით.მან უჩუმრად შეკრიბა ქართველი ხალხი(ამიტომ მოკლეს იგი).
მადლიერების გრძნობით ვივსებით სახელოვანი ქართველი დედების მიმარტ,რომლებმაც უბეშიშეინახეს ჩვენი დედა ენა და შთამომავლობას გადასცეს უძვირფასეს იადგარად.ამიერიდან ჩვენ ერმანეთს აღარდავკარგავთ,რადგან ვიცით,რომ ერთი ხის სხვადასხვა ტოტზე ამოყრილი ყლორტები ვართ და სულ

იერად გვაერთიანებს მამა-პაპათ საფლავების,მათი დედულ-მამულის სიყვარული.აი რას ამბობს შუახევის რაიონის სოფელ გოგიწაუხიდან მუჰაჯირად წასული ქართველის შვილი დურსუნ ოზდილი(გოგიტიძე): “საქართველო ჩვენი დედამიწა არი...იმ ხალხს გაუმარჯოს,რომ დედის ენა ყველთვინ ულაპარაკნიან,ენიდამ არ მუუცილვებიან და დღემდინ აცოცხლებენ ქართულსა,ახლაც იციან აჭარის ღელე-ღურდან..არ დავიწყებიან და დღესაც იხსენებიან,დღესაც ენატრებიან აქავრობა...დარჩენილ ჩვენ სისხლსა და ხორცსაც გაუმარჯოს,ღმერთმა ჩვენ ჰუქუმათებსა იმფერი ჯკუა მისცეს,რომ გააყოლავონ წასვლა-მოსვლა,ხისიმი ხისიმის ნატრული არ დატოვონ”.

რუსეთისგანგანსხვავებით, ბოლო პერიოდში ევროკავშირზე ორიენტირებული თურქეთის ხელისუფლება კარგად აცნობიერებს,რომ ტურქეთის რესპუბლიკის საზღვრებში არსებული ქართველური ენა-კილოები და კულტურულ-მატერიალური ძეგლები დიდი სიმდიდრეა როგორც თურქეთის,ასევე საქართველოს მოსახლეობისთვისაც. (თურქეთისთვის კი ფინანსური მოგების მოტანაც შეუძლია ამ რეგიონში დაგეგმილ ყურისტულ მარშრუტრბს).შესაბამისად,ამჯამინდელი ხელისუფლება აღარ ზღუდავს ქარტველი მეცნიერების გადაადგილებას ტაო-კლარჯეთსა და ცენტრალურ თურქეთში.მეტიც,ხელს უწყობს ქარტველი და თურქი კვევარების თანამშრომლობას რეგიონის კულურული მემკვიდრეობის შესწავლა-პოპულარიზაციაში.

ჩვენ,საქართველოსა და თურქეთის მოქალაქეებს ვვაქვს ერთნაირი ვალდებულება,მივხედოთ ტურქეთის ტერიტორიაზე არსებულ ქართულ კულტურულ ძეგლებსა და თურქეთის რესპუბლიკის ავტოქთონი ქართველების მეტყველებას.მეტყველება გამორჩეულად საინტერესოა ენათმეცნიერული თვალსაზრისით,ვნაიდან იგი ასახავს ორი დიდი კულტურის თანაარსებობას.ასევე ძალზედ საინტერესოა ჩვენებურთა ორენოვნების (ბილინგვზმის0 თავისებურებების კვლევა:სამეტყველო კოდების შერევა,ცვლილებაგანცდილი ფონეტიკა,მორფოლოგია,სინტაქსი,ლექსიკა...

“საჭმელები თულითული ვიცით.ქისარტმასაც გავაკეტებთ.ყართოფას მოხრაკავენ დაღში,ხახვ დააჯრიან,ყველი ვიციტ გადაშუშვილიც და ხისიც.ვიცით ყიიმა-დაფქვევლი ხორცი.ყაურმაც არი,ძვლიანი ხორციც.წუანილები ვიციტ რეჰანი,ქინძი,მაიდანოზი,მაკიდო,პრასა,ჭლაკვაი,ბოლოკი.ბოლოკი ორი თულლია-შავი და თეტრი.ყირმიზია ერთიც,შხამი ქვია.

უბარი სიტყვები ბევრი ვიცით,დაგინება.ჩვენი დიდუანები იტყოდენ” -შენ რა ჩემი ნაგაზი ხარო,”ნაგაზი” არ ვიციტ რას ქვია,მასხარი სიტყუაა.გაჰერსებისხან გუუგვახუნებტ ხოშართ,ვიტყვით: -შე ლენძუკოო,მეგამ “ლენძუკსა” ხმელ,ჭლე ძაღლს ეტყვიან მემლექეთში... შეგინება ძალიან ვიცით გაჰერსებულზე”.

ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ მუჰაჯირი ქარტველები,რატა მათ შეინარჩუნონ ქართული ტრადიციები,ტორემ მალე მათში ქარტველობა მთლად დავიწყებას მიეცემა.ამიტომ ჩვენ შეძლებისდაგვარად უნდა მოვაწყოთ ტურისტული მოგზაურობა ტაო-კლარჯეთში.ასევე ინტერნეტ-საიტებით დავამყაროთ მათთან ხშირი ურთიერთობა,რიაც მცირე წვლილს მაინც შევიტანთ მათში ქართული სულის გაღვიძებაში.